
როგორ მივიღოთ ზუსტი შედეგი არტერიული წნევის გაზომვისას.
არტერიული წნევის გაზომვისას, ზუსტი შედეგის მისაღებად, აუცილებელია გაზომვის სწორი პრინციპების ცოდნა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამკლაური და მისი სწორი დამაგრებაა. ზუსტი შედეგის მისაღებად, მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას:
- დაჯექით კომფორტულად, ხელი დადეთ თქვენს წინ მაგიდაზე და მიეყრდენით საზურგეს.
- დაიმაგრეთ სამკლაური გულის სისწორეზე, იდაყვის ფოსოდან 2-3 სმ-ის დაშორებით.
- AnD სამკლაურს აქვს ნიშნული S და L. თუ ზედა ნაწილზე მდებარე ისარი მოხვდა S ნიშნულზე, გჭირდებათ უფრო პატარა ზომის სამკლაური. L ნიშნულის შემთხვევაში, დიდი ზომის. თუ ისარი მოთავსებულია ზემოთ მოცემულ ორ ნიშნულს შორის, სამკლაურის ზომა სწორადაა შერჩეული.
- ქვედა ნაწილზე მდებარე წერტილი უნდა ემთხვეოდეს არტერიას და მდებარეობდეს არათითის გასწვრივ.
- სამკლაურის ზედა ნაწილი დაამაგრეთ თანაბრად.
გაზომვის პროცესში არ ისაუბროთ და არ იმოძრაოთ❗